ბათუმი – არაჩვეულებრივი ქალაქია, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია კავკასიაში. ის პოპულარული ტურისტული ადგილია, სადაც უამრავი ღირსშესანიშნაობაა, შესანიშნავი რესტორნებია, მაღაზიებია და მომხიბვლელი ღამის ცხოვრებაა. ბათუმი უსაფრთხოა, ხოლო საქართველო ძალიან მეგობრულია ქვეყნის ტურისტების მიმართ.
უმეტესი ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ტურისტულად შემოსვლისათვის არ სჭირდებათ ვიზა.
საიტზე www.geoconsul.gov.ge შეგიძლიათ შეამოწმოთ ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ ვიზის გარეშე.
თუ გჭირდებათ ვიზა, ტურისტული მიზნებისათვის მისი მიღება ძალიან ადვილია (ელექტრონული ვიზა) ვებ-გვერდზე: www.evisa.gov.ge
ეროვნული ვალუტაა - ქართული ლარი (GEL), რომელიც შეადგენს დაახლოებით 3 ლარს ერთი აშშ დოლარისათვის. უმეტესი საერთაშორისო ვალუტა შეიძლება მარტივად გაცვალოთ ბანკებში და ქეჩებში მდებარე გაცვლით პუნქტებში. სასტუმროსა და სამორინესთან „როიალ ბათუმი“ არსებობს ვალუთის გაცვლის სალარო, სადაც შეგიძლიათ პრაქტიკულად ნებისმიერი ვალუტა გაცვალოთ ლარზე დაბალანსირებული კურსით, თუ აპირებთ ჩიპების შეძენას. შეგიძლიათ ისარგებლოთ ძირითადი პლასტიკური ბარათებით.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს დაახლოებით 15 წუთის სავალში ქალაქის ცენტრიდან. აეროპორტამდე / აეროპორტიდან მგზავრობის საშუალო ღირებულებაა - 25 ლარი. ქალაქში ტაქსით მგზავრობის საშუალო ღირებულებაა დაახლოებით 10 ლარი.
თუ გაგაჩნიათ რაიმე კითხვა ან გჭირდებათ დახმარება სასტუმროში და სამორინეში „როიალი“ სათამაშო მოგზაურობის დაგეგმვაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ (10:00 - 23:00 GMT+4):