სასტუმრო „როიალ ბათუმი“

ძველი ქალაქის გულში

სასტუმრო „როიალ ბათუმი“

ძველი ქალაქის გულში

სასტუმრო „როიალ ბათუმი“

ძველი ქალაქის გულში

სასტუმრო „როიალ ბათუმი“

ძველი ქალაქის გულში

სასტუმრო „როიალ ბათუმი“

ფუფუნება და პრივატულობა

პრემიუმ კლასის სასტუმრო წარმოადგენს კომპლექსის „როიალ ბათუმი“ ნაწილს და გაფორმებულია მოდერნის სტილში, არ-დეკოს ელემენტებით. ცენტრალური განლაგება ქალაქის ცენტში, ხედით ევროპის მოედანზე, რამოდენიმე წუთის სავალში უმეტესი ტურისტული ღირსშესანიშნაობისაგან.

სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის 35 კომფორტულ ნომერს, დაწყებული სტანდარტული და დელუქს ნომრებიდან, დამთავრებული საპრეზიდენტო ლუქსით. ასევე წარმოდგენიია დამატებითი მომსახურების ფართო სპექტრი.



სასტუმრო მდებარეობს ერთ კილომეტრამდე მანძილზე ალი და ნინოს ძეგლამდე და ერთინ წუთის სავალში მედეას ძეგლამდე. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე ან ცენტრალურ სარკინიგზო სადგურამდე ტაქსით მგზავრობისათვის საჭიროა დაახლოებით 15 წუთი. ბათუმის საერთაშორისო პორტი მდებარეობს ხუთი წუთის სავალში..

ჩვენი პერსონალი საუბრობს ქართულად, ინგლისურად, რუსულად, ჩინურად და თურქულად.

ჩვენი ნომრები

საპრეზიდენტო ლუქსი

სივრცე და ფუფუნება

ფუფუნებით სავსე საპრეზიდენტო ნომერი მოგანიჭებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს. მასში არის ცალკე მისაღები ოთახი, სასადილო ზონა, გარდერობი და სააბაზანო ჯაკუზით. ეს იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც მიჰყვება ფუფუნებით სავსე ცხოვრების სტილს. სასტუმროს ნომერი გაფორმებულია მოდერნის სტილში, არ-დეკოს ელემეტებით, დახვეწილ ფერებში, ხოლო მაღალი ჭერი და პანორამული ფანჯრები თქვენს დასვენებას უფრო სასიამოვნოს გახდის.

ნომრის ფართი: 106 კვ.მ.

სამეფო ლუქსი

დახვეწილი დიზაინი

ოთახში არის ცალკე საძინებელი „king-size“ ზომის საწოლით, მისაღები ოთახი კომფორტული დივანით, ჟურნალების მაგიდით, სავარძლებით და ტელევიზორით, და ასევე სასადილო ზონა და ჰოლი. დიდი სააბაზანო ოთახი აღჭურვილია საშხაპე კაბინით, ბიდე და აბაზანით ჯაკუზის ელემენტებით. წარმტაცი ხედები ბათუმის ცენტრზე უფრო სასიამოვნოს გახდის თქვენს განთავსებას ნომერში.

ოთახის ფართი: 71 კვ.მ.

ლუქსი

დასვენებისა ან ბიზნესისთვის

კომფორტული ნომერი „king size“ ზომის საწოლით, მისაღები ოთახით, სადაც განთავსებულია მოსახერხებელი დივანი, ჟურნალების მაგიდა და 2 სავარძელი. გარდა ამისა, მყუდრო აივნიდან შეგიძლიათ დატკბეთ არაჩვეულებრივი ხედით ბათუმის მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე.

ნომრის ფართი: 46 კვ.მ.

ნახევრად ლუქსი

კომფორტი და სივრცე

ნომერში ვიზუალურად გაყოფილია საძინებელი და მისაღები ოთახი, ის სასიამოვნო და კომფორტული იქნება უმეტეს მოგზაურისათვის. პანორამული ხედები ცნობილ ევროპის მოედანზე და მედეას ძეგლზე მაქსიმალურად სასიამოვნოს გახდის თქვენს სტუმრობას ჩვენთან.

ნომრის ფართი: 41 კვ.მ.

სტანდარტული ნომერი აივნით ან პანორამული ფანჯრებით

აივანი ხედით ევროპის მოედანზე ან პანორამული ფანჯრები

ეს ნომრები იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს სივრცეს და კომფორტს და ურჩევნია ჰქონდეს ცალკე ზონები მუშაობისთვის, ძილისთვის და დასვენებისთვის. დიდი ოთახები აივნით და ორადგილიანი საწოლით, რომლებიც ჰქმნიან მყუდრო კერძო აპარტამენტების შეგრძნებას. ზოგიერთ სტანდარტულ ორადგილიან ნომერში აივნის მაგივრად არის პანორამული ფანჯრები არაჩვეულებრივი ხედით ძველი ქალაქის ცენტრზე. 

ნომრის ფართი: 36-40 კვ.მ. 

სტანდარტი

ორადგილიანი საწოლი ან ორი ერთადგილიანი საწოლი

სტანდარტული ნომერი ორადგილიანი საწოლით - არაჩვეულებრივი ვარიანტია მათთვის, ვინც აფასებს კომფორტს და მინიმალიზმს. ოთახები გაფორმებულია თანამედროვე სტილში და გააჩნიათ დიდი სააბაზანო ოთახები პროფესიონალური სააბაზანო აქსესუარებით.

სტანდარტული ნომრები ორი ერთადგილიანი საწოლებით, თანამედროვე ინტერიერით, დიდი სააბაზანო ოთახებით და ყველაფრით, რაც საჭიროა სტუმრების კომფორტული განთავსებისთვის.

ნომრის ფართი: 28 კვ.მ.

დაჯავშვნისათვის მოგვწერეთ მისამართზე:


booking@royalbatumi.com

სასტუმროს ფოტოსურათები